ახალი ამბები

საქართველომ ოთხ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველომ 22 იანვარს დომინიკის რესპუბლიკასთან და კაბო ვერდესთან, ხოლო 14-15 იანვარს პერუს და ბოტსვანას რესპუბლიკებთან  დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

შესაბამისი ოქმები ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში მხარეების მუდმივმა წარმომადგენლებმა გააფორმეს და ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს ერთობლივი წერილებით აცნობეს, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

Back to top button