
ახალი ამბები
იაკობაშვილი ბაღაფშის მეორე ვადით არჩევის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ სერგეი ბაღაფში, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩა, ”ყველაზე კომფორტული” კანდიდატია მოსკოვისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ის ”კომფორტული” იქნება თბილისისთვისაც.
”მე ვფიქრობ, რომ დარჩა ისევ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო კომფორტულია ამ ეტაპზე რუსეთისთვის და იმედია, ჩვენთვისაც რაღაცა ფორმით კომფორტული იქნება მასთან ურთიერთობა,” – განუცხადა იაკობაშვილმა ”რუსთავი 2”-ს 14 დეკემბერს.
This post is also available in: English Русский