ახალი ამბები

საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან ალექსეი მეორესთან.

ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ამ ეპარქიების ქართული მართმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში დაბრუნების საკითხი, იუწყება საპატრიარქოს პრესსამსახური.

დელეგაციის შემადგენლობაში წმ. სინოდის წევრებთან ერთად ასევე იმყოფება საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის საპატრიარქომ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეპარქიებს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში განიხილავს.

სასულიერო პირთა ვიზიტი მოსკოვში ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა აგვისტოს მოვლენების გამო გადაიდო.

Back to top button