ახალი ამბები

მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

ქართულმა მხარემ დღეს 13 პირი გადასცა ოსურ მხარეს, 85 სამოქალაქო პირის სანაცვლოდ, რომლებიც საომარი მოქმედებების პერიოდში იყვნენ დაკავებული და დღემდე ცხინვალის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს იზლოატორში იმყოფებოდნენ. 

ტყვეთა გაცვლა საღამოს, სოფელ კარალეთთან მოხდა. ქართული მხარის მიერ ასევე მოხდა ორი ცხედრის გადაცემა.

ამის შესახებ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა საკითხებში კომისარმა თომას ჰამერბერგმა განაცხადა, რომელიც ტყვეთა გაცვლის პროცესში შუამავლის როლს ასრულებდა.

მისი განცხადებით, ”ყველა ადამიანი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ გადმოცემულია”.

26 აგვისტოს მოლაპარაკებების შედეგად ასევე მოხერხდა ოსების მხრიდან 43 ცხედარის გადმოცემა.

ტყვეთა გაცვლის პროცესში ასევე მოანაწილეობას იღებდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეთა გაცვლის პროცესი  დასრულდა, გაცილებით უფრო რთული საკითხი დარჩა მოსაგვარებელი. კერძოდ  უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება.

პირველად სამხედრო ტყვეების გაცვლა 19 აგვისტოს მოხდა, მაშინ ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს 5 რუსი სამხედრო გადასცა, მათი მხრიდან კი 15 ქართველ სამხედრო მოსამსახურის განთავისუფლება მოხდა. 21 აგვისტოს 63 ქართველი გაიცვალა 8 ოსს ტყვეზე.

Back to top button