
ახალი ამბები
აფეთქებები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის მანქანა დაზიანდა აფეთქების შედეგად, რომელიც დღეს დილით სოფელ რუხთან, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მოხდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
”ასევე აფეთქება მოხდა ოტობაია-განმუხურის დროებით ადმინისტრაციულ საზღვარზე,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსი სამშვიდობო ძალების ცნობით სულ ოთხი აფეთქება მოხდა დღეს დილით კონფლიქტის ზონაში.
როგორც რუსული სააგენტოები, რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინებიან სოფელ რუხთან, აფეთქების ადგილას ნაპოვნია ქართული სპეცდანიშნულების რაზმის უნიფორმის ნაგლეჯები, რომელშიც, სავარაუდოდ, იყო გახვეული ასაფეთქებელი მოწყობილობა.