
ახალი ამბები
საქართველოში გერმანიის ელჩი აფხაზეთს ეწვევა
გერმანიის ელჩი საქართველოში პატრისია ფლორი 27 ივნისს აფხაზეთს ეწვევა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის 25 ივნისს ბერლინში გამართული შეხვედრა.
”აფსნიპრესის” ცნობით, გერმანიის ელჩი შეხვდება აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას და ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას.