
ახალი ამბები
სოხუმში უსაფრთხოების ორი თანამშრომელი დაჭრეს
სოხუმში 20 ივნისს აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიჭრა მას შემდეგ, რაც მათ მანქანას ნიღბიანი შეიარაღებული ადამიანები დაესხნენ თავს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ედუარდ ემინ-ზადე და მისი მძღოლი მაშინ დაიჭრნენ, როდესაც უცნობმა თავდამსხმელებმა მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს რკინიგზის სადგურის მახლობლად.