ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩები სამხრეთ ოსეთს ეწვევიან

საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 23 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ეწვევიან.

ვიზიტის მთავარი მიზანია რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეკონომიკური პროექტების განხორციელების შეფასება, იტყობინება საფრანგეთის საელჩო თბილისში.

გასულ თვეს ევროკავშირის დიპლომატები აფხაზეთსაც სტუმრობდნენ.

 

Back to top button