ახალი ამბები

პარლამენტმა ორი ახალი ელჩი დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა ორი ყოფილი დეპუტატის დანიშვნას დაუჭირა მხარი საგანგებო და საქართველო სრულუფლებიან ელჩებად იტალიასა და რუმინეთ-მოლდოვაში. 

კოტე გამაშვილი იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სან-მარინოში საქართველოს ელჩი და ქალაქ რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გახდა.  გაბაშვილი წინა მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი საქართველოს ელჩი იყო გერმანიაში.

რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ყოფილ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან ლევან მეტრეველს.

Back to top button