
ახალი ამბები
მაჟორიტარებმა საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს
17-მა მაჟორიტარმა დეპუტატმა საპარლამენტო ფრაქცია – მაჟორიტარები-საქართველოს რეგიონები შექმნა.
ახალ ფრაქციას ლენტეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გოგი ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს. მაჟორიტართა ფრაქციას ის წინა მოწვევის პარლამენტშიც თავმჯდომარეობდა.
ეს უკვე მეორე ფრაქციაა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის შემდეგ.