skip to content
ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს აფხაზეთში სამხედრო ბაზის გახსნას

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო თბილისის განცხადება თვითგამოცხადებულ აფხაზეთში სამხედრო ბაზის გახსნის თაობაზე.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ 15 ივნისს განაცხადა, რომ ბაზა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აგუბედიაში განთავსდა. მან განუცხადა ქართულ ტელეკომპანიებს, რომ რუსულმა ძალებმა უკვე განათავსეს იქ სამხედო ტექნიკა და ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები. 

რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ 15 ივნისს საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსს” განუცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რომელიც ”ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური სამშვიდობო ძალების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”. 

მსგავსი/Related

Back to top button