ახალი ამბები

კოკოითმა და ბაღაფშმა ’ქართულ საფრთხეზე’ იმსჯელეს

საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებმა ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს მხრიდან ”მზარდი სამხედრო საფრთხის” ფონზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე იმსჯელეს.

ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი da საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინებიან.

”აფსნიპრესის” ინფორმაციით, შეხვედრა 15 ივნისს სოხუმში გაიმართა.

ამავე ცნობით, სეპარატისტმა ლიდერებმა  განიხილეს ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის პერსპექტივები სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.

იმავე დღეს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა, რომ კოკოითი რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს შეხვდა ჩრდილოეთ ოსეთში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი.

Back to top button