ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცეს

ახლადარჩეული პარლამენტის მეორე სხდომაზე, 11 ივნისს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მმართველი პარტიის დეპუტატები აირჩიეს.

ცამეტი კომიტეტის თავმჯდომარეები გახდნენ:

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – გიორგი არსენიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (შევარდნაძის მთავრობაში) და ყოფილი ელჩი ავსტრიაში;   

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – პავლე კუბლაშვილი;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ლაშა ჟვანია, ყოფილი ელჩი ისრაელში;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – გივი თარგამაძე, წინა პარლამენტში ამავე კომიტეტს ხელმძღვანელობდა;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ზურაბ მელიქიშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – დავით დარჩიაშვილი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი;

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბაშვილი, ყოფილი კულტურის მინისტრი;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ხათუნა გოგორიშვილი, წინა პარლამენტში ამავე კომიტეტს ხელმძღვანელობდა;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – გიორგი მელაძე, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – აკაკი ბობოხიძე, იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გიორგი ღვინიაშვილი, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი;
 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ოთარ თოიძე;

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი – ვანო ხუხუნაიშვილი.  

პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, კომიტეტების პირველი სხდომები სამ დღეში უნდა გაიმართოს და აირჩეს თავმჯდომარეების მოადგილეები.

არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიქმნას კიდევ ორი ახალი კომიტეტი – სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე და რეინტეგრაციის საკითხებზე. ამ ორი კომიტეტის თავმჯდომარეებად მოიაზრებიან გიორგი ასანიძე და ნუგზარ წიკლაური, შესაბამისად.

Back to top button