
ქართველი დეპუტატები მოსკოვის მერს აკრიტიკებენ
რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან 9 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
ლუჟკოვმა 7 ივნისს განაცხადა, რომ თბილისმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა აღიაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
”ეს არის მტრული განცხადება და ლუჟკოვმა უნდა იცოდეს, რომ ამას [განცხადებას] თავისი ფასი აქვს,” – განაცხადა დეპუტატმა ნიკა რურუამ, ”ის არასასურველ პირად უნდა გამოცხადდეს”.
”ის არის კრემლში მჯდომი ჩვენი მტრების რუპორი. ბატონი ლუჟკოვი არასოდეს იქნება სასურველი სტუმარი საქართველოში,” – განაცხადა დეპუტატმა ირაკლი ქავთარაძემ.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, განახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივიას, თუ არა.
უკრაინის ხელისუფლებამ ლუჟკოვი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მან სევასტოპოლის რუსეთისთვის ”დაბრუნებისკენ” მოუწოდა.