
ახალი ამბები
მოსკოვის მერი ურჩევს თბილისს აღიაროს თვითგამოცხადებული რეგიონები
მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ თბილისმა კონფლიქტების მოგვარების მიზნით უნდა აღიაროს მისი თვითგამოცხადებული რეგიონების დამოუკიდებლობა.
”ვფიქრობ, ყველაფერი გამარტივდება, თუ საქართველოს აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას,” – განუცხადა ლუჟკოვმა ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ”ეს გარდაუვალია… დამოუკიდებლობაა, რაც უნდა ხალხს [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში], რომლებიც არ არიან ქართველების ნათესავები”.