ახალი ამბები

თამარაშენში სროლების შედეგად არავინ დაშავებულა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენთან 27 მაისის ღამით ქართული საგუშაგოს მიმართულებით სროლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი ”მიზანმიმართული პროვოკაციას” უწოდებს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

”ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან იყო გამოსროლილი  რუსული საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიიდან, რათა ანალოგიური ცეცხლის შედეგად ჩვენ ჩავთრეულიყავით მერე საომარ მოქმედებებში. ეს უკვე პირველი ფაქტი არ არის,” – განუცხადა ჟურნალისტებს ინციდენტის ადგილას მამუკა ყურაშვილმა.

სროლების თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო წყაროებით.

Back to top button