ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერი მოთხოვნებზე საუბრობს

კახა კუკავამ კონსერვატiული პარტიიდან განაცხადა, რომ ცხრა პარტიის ოპოზიციური კოალიცია განმეორებითი საპარლამენტო არჩევნებისთვის  ქუჩის აქციების გზით იბრძოლებს.

”ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი მიზნის მიღწევას ხალხის მიერ ქუჩის აქციების საშუალებით ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელების გარეშე,” – განაცხადა კახა კუკავამ 23 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში. ”პირველი, რასაც უნდა მივაღწიოთ, არის ამ [ახლად არჩეული] პარლამენტის დათხოვნა; შემდეგ პოლიტიკური ძალები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და გადაწყვიტონ საარჩევნო საკითხები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პატიvსაცემი და ნდობით აღჭურვილი პიროვნება – და აქ ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვუსმინოთ საპატრიარქოს და მის რეკომენდაციას, თუ ვინ შეიძლება იყოს ასეთი პიროვნება”.

კუკავამ ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვისკენ 26 მაისს და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები რეგიონებიდან ასევე უნდა შეუერთდნენ დედაქალაქში დაგეგმილ აქციას.

კუკავა ოპოზიციური ბლოკის იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს ახალი პარლამენტის ბოიკოტირების იდეას.

Back to top button