ახალი ამბები

გერმანია მიესალმება ქართულ არჩევნებს

მიუხედავად იმისა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს ”ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია”, ის იყო ”ბევრად გაუმჯობესებული” იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, იტყობინება Deutsche Welle გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარტინ ჯაგერის სიტყვებზე დაყრდნობით.

მარტინ ჯაგერმა ასევე განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო ”მნიშვნელოვანი ნაბიჯი” დემოკრატიისკენ.

”[გერმანიის] ხელისუფლება ულოცავს ქართველ ხალხს მშვიდობიან და, საერთო ჯამში, სამართლიან არჩევნებს,” – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ”ამით საქართველომ გადადგა შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული საზოგადოებისკენ… ამ ინტენსიური და ზოგჯერ პოლარიზებული არჩევნების შემდეგ, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში კონსტრუქციულად იმუშავონ პარლამენტში რეფორმების განსახორციელებლად”. 

Back to top button