ახალი ამბები

სააკაშვილი კიევში ენერგოუსაფრთხოების სამიტს ესწრება

პრეზიდენტი სააკაშვილი 23 მაისს კიევში ჩავიდა,  სადაც ენერგუსაფრთხოების სამიტის პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტის მონაწილეთა შორის არიან აზერბაიჯანის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ევროკავშირის კომისარი ენერგო საკითხებში ანდრის პიბალგსი. 

გასული წლის მაისში კრაკოვში გამართულ სამიტზე აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ცენტრალური აზიიდან ევროპაში სამხრეთ კავკასიის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

Back to top button