
ცესკომ წინასწარი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 23 მაისს საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც 5%-იანი ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა.
შედეგები ასე გამოიყურება:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის" – 59.48%
გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები) – 17.69%
გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები – 8.26%
შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 7.55%
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 3.78%
ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)– 0.89%
საარჩევნო ბლოკი მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები – 0.92%
ბლოკი ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია – 0.46%
ქართული პოლიტიკა – 0.46%
საქართველოს სპორტსმენთა კავშირი – 0.21%
სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია – 0.18%
ჩვენი ქვეყანა – 0.12%.
იმავდროულად, 75 მაჟორიტარული მანდატიდან 71 ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა, ხოლო ორ-ორი მაჟორიტარი გაიყვანეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ (ვაკე, დიდუბე) და რესპუბლიკურმა პარტიამ (ცაგერი, ყაზბეგი).
ცესკოს ოფიციალური წარმომადგენლის ზურაბ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, წინასწარი შედეგების შეჯამება ”რეკორდულ დროში მოხერხდა”. თუმცა 12 საათისთვის, როცა მან ეს შედეგები გამოაცხადა, ცესკოს ვებ-გვერდზე 3 270 უბნის მონაცემები იყო მხოლოდ განთავსებული.
კაჭკაჭიშვილის განცხადებით სულ 15 უბნის შედეგი გაბათილდა ქვეყნის მასშტაბით და შესაძლოა, საჩივრების განხილვის შედეგად კიდევ რამდენიმე უბნის შედეგები იქნას ანულირებული.
”თუმცა ეს საერთო შედეგებზე მცირეოდენ გავლენასაც კი ვერ მოახდენს,”- აღნიშნა მან.