
მთავრობაში ორი ახალი მინისტრი დაინიშნა
სოფლის მეურნეობის მინისტრად ბაკურ კვეზერელი, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად ირაკლი ღვალაძე დაინიშნა, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ორივე მათგანი ყოფილი მინისტრების პეტრე ცისკარიშვილისა და ზაზა გამცელემლიძის პირველი მოადგილეები იყვნენ.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრების პოსტები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ციკარიშვილმა და გამცემლიძემ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტეს ახმეტისა და ვაკის მაჟორიტარულ ოლქებში, შესაბამისად.
ჯერ-ჯერობით ვაკანტური რჩება კიდევ ორი, საგარეო საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობა. დავით ბაქრაძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და კობა სუბელიანი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველ-მეორე ნომრები არიან.