
ახალი ამბები
ქარელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – სახალხო დამცველი
წინასწარ პატიმრობაში მყოფი შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებულის მიხეილ ქარელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დღეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიას მისი N6 საპყრობილედან ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე.
მიხეილ ქარელი, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მოკავშირე იყო, 23 სექტემბერს მექრთამეობისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით აეროპორტში დააკავეს, მაშინ როცა იგი, სამართალდამცავთა განცხადებით, საქართველოს დატოვებას და თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა.
ქარელს თანამდებობა 12 სექტემბერს მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მან იმავე დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო განცხადებები გააკეთა.