ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე სროლების ხმა გაისმა

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს ის ბაზა დალუქა, სადაც მეოთხე ბრიგადაა განთავსებული, მას შემდეგ, რაც იქიდან სროლების ხმა გაისმა.


დეტალები, თუ კონკრეტულად რა მოხდა ბაზაზე, ჯერჯერობით უცნობია.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები, მათ შორის გენშტაბის უფროსი ზაზა გოგავა ადგილზე იმყოფებიან.


მე-4 ბრიგადის ბაზა თბილისის გარეუბანში მდებარეობს, საცხოვრებელი სახლების მახლობლად. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მათ გაიგონეს ”ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ხმები”.


ტელესიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო, თუ როგორ პატრულირებდა სამხედრო ვერტმფრენი ბაზის თავზე.   



 

Back to top button