
ახალი ამბები
ბაღაფში საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს აძლიერებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერების მიზნით დამატებითი ძალების განლაგებისა და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.
მისი ოფიციალური ვებ-გვერდი ცნობით, ეს უკავშირდება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას, სადაც 26 სექტემბერს მომხდარი სროლების შედეგად სიტუაცია გამწვავდა.
ამავე ინფორმაციით, საზღვრების გაძლიერება ბაღაფშმა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.