skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე: კოდორის დაბომბვა რუსეთის მხრიდან იყო პროვოცირებული

რუსეთმა, თავისი ”უადგილო” მწვავე რეაქციით საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენებაზე კოდორის ხეობის მარტის დაბომბვასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად თავისი დანაშაული აღიარა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 ივლისს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც მან თითი თბილისისკენ გაიშვირა განაცხადა რა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვა ”პირველ რიგში, საქართველოს აწყობდა”. თუმცა, გაეროს დამკვირვებელთა მისია გამორიცხავს ქართული ვერტმფრენების მონაწილეობას თავდასხმაში.


”მათ დაადასტურეს ის, რისი საფუძვლიანი ეჭვებიც ჩვენ გვქონდა. მე მხოლოდ ვწუხვარ ამის თაობაზე იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა ახლა არის მაქსიმალურად დარეგულირდეს ურთიერთობები[რუსეთთან],” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button