skip to content
ახალი ამბები

ანთაძე კონფლიქტების საკითხს მოსკოვში განიხილავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ, რომელიც მოსკოვში ორი დღის წინ გაემგზავრა, შეხვედრები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩებთან ვლადისლავ ჩერნოვთან და იური პოპოვთან და მათთან, შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები განიხილა.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, შეხვედრების დროს მერაბ ანთაძე შეეხო რუსი სამშვიდობოების ”დანაშაულებრივ უმოქმედობას და თვითნებობას, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის ტერიტორიებზე”.


შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარესთან იური პოპოვთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ”კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა თბილისში შსკ-ს მორიგი პლენარული სხდომის გამართვის თაობაზე”.


მერაბ ანთაძე მოსკოვში ვიზიტს 11 ივლისს დაასრულებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button