skip to content
ახალი ამბები

დავით გამყრელიძე შესაძლოა საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთოს

”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე საკუთარ საპრეზიდენტო ამბიციებზე საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო გადაწყეტილება მისი კანდიდატურის 2008 წლის შემოდგომის არჩევნებზე წამოყენების თაობაზე პარტიის ყრილობამ უნდა მიიღოს.


მან 28 ივნისს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა პარტიამ განიხილოს მის გარდა სხვა კანდიდატიც და საბოლოოდ ”შეირჩევა ყველაზე გასვლადი, რეიტინგული და ყველაზე ძლიერი კანდიდატი, რომელიც მზად იქნება გამარჯვებისთვის”.


გამყრელიძის განცხადებით, ”ახალი მემარჯვენეები” დამოუკიდებლად მიიღებენ  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ”თუმცა ჩვენი კარი ღიაა მათთვის, ვინც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს”.


”ჩვენთვის მთავარი მიზანია ამ ხელისუფლების შეცვლა უკეთესი მმართველობით,”- განაცხადა გამყრელიძემ.  


საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს ეკონომისტმა გია მაისაშვილმა და ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button