skip to content
ახალი ამბები

ყაზახეთი ფოთში ხორბლის ტერმინალს აშენებს

დღეს ფოთში ქართულ და ყაზახურ მხარეებს შორის ხორბლის გადამამუშავებელი და შესანახი ტერმინალის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ერთადერთი ტერმინალი იქნება ამიერკავკასიაში და მისი მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და სავარაუდოდ წელიწადნახევარში დასრულდება. 

ტერმინალის მშენებლობისთვის ყაზახური კომპანია 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელბს.


ქართულ მხარეს ხორბლის დეფიციტის შემთხვევაში ტერმინალში არსებული გარკვეული მარაგის გამოყენების შესაძლებლობა ექნება.


ტერმინალის მშენებლობის  საკითხი თბილისში ქართულ-ყაზახური სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომაზე და ასევე ყაზახეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის აპრილში გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული.


ყაზახეთი გასულ წელს 152 მლნ დოლარით საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით მესამე ადგილზე იყო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button