skip to content
ახალი ამბები

საქართველოში შესაძლოა ბირთვული რეაქტორი აშენდეს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ბირთვულ ენერგეტიკაში საფრანგეთის წამყვანი კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ლოვერჟონმა ”საქართველოში მშვიდობიანი ბირთვული სადგურის მშენებლობის პერსპექტივები” განიხილეს, განუცხადა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს 14 ივნისს პარიზში შეხვდა.

”პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ჩვენს ინტერესებშიც შედის. შევთანხმდით, რომ დავიწყებთ კონსულტაციებს ექსპერტთა დონეზე,” – განუცხადა კუდავამ ჟურნალისტებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს საკითხი 13 ივნისს პარიზში თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრაზეც განიხილა. 

თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 15 ივნისს განაცხადა, რომ ამ პროექტზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

”საუბარია სომხეთის ძველი ბირთვული რეაქტორის ახლით შეცვლაზე. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია იმაზე, სომხეთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის თაობაზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, თუ სად განთავსედება ეს რეაქტორი – იქნება ის სომხეთში, თუ საქართველოში, ან თუ იქნება საერთოდ – ნაადრევია,” –  განაცხადა ნოღაიდელმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button