skip to content
ახალი ამბები

სარკოზიმ და სააკაშვილმა ბირთვული ენერგოპროექტები განიხილეს

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 13 ივნისს პარიზში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   


”[პრეზიდენტმა სარკოზიმ] განაცხადა, რომ ის გაეცნო საქართველოში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის მათ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რაციონალურობას. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საფრანგეთი მზად არის ჩაერთოს ამ პროექტებში მომავალში,” – ნათქვამია განცხადებაში.


თუმცა, ამ პროექტების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. ინფორმაცია ამის თაობაზე არც ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია.


გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ბირთვულ ენერგეტიკაში საფრანგეთის წამყვანი კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს ანა ლოვერჟონს შეხვდება.


ქართული მედიის ვარაუდით, მხარეებმა შესაძლოა განიხილონ გეგმები საქართველოში ბირთვული რეაქტორის მშენებლობის თაობაზე; თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button