skip to content
ახალი ამბები

ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს

ქართველმა სამართალდამცავებმა 30 მაისს ყოფილი დეპუტატის და ბიზნესმენის ზვიად ცეცხლაძის მკვლელობის ბრალდებით ექვსიდან ხუთი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს.


სამი მამაკაცი და 24 და 18 წლის ორი ქალბატონი თბილისში დააპატიმრეს. მეექვსე ეჭვმიტანილმა, 33 წლის მამაკაცმა მიმალვა მოახერხა.


დანაშაულის მოტივი ყაჩაღური თავდასხმა იყო, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენმა ირაკლი ბაზერაშვილმა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.


61 წლის ზვიად ცეცხლაძე 28 მაისს თავის ოფისში იპოვეს გარდაცვლილი. მას პირი და ხელ-ფეხი სკოჩით ჰქონდა აკრული, რამაც სავარაუდოდ, გამოიწვია მისი გაგუდვა. 


ზვიად ცეცხლაძე, რომელიც ასევე ცნობილი იყო საქველმოქმედო საქმიანობით, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია აღორძინების სიით იყო. თუმცა ის აქტიური პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა.  მისი ბიზნესი მოიცავდა სასტუმროებს აჭარაში, ბაკურიანსა და თბილისში, მაგრამ ყველა მათგანი გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button