skip to content
ახალი ამბები

თბილისი ქართული დიასპორის ფორუმს მასპინძლობს

თბილისში 27 მაისს ხელისუფლების ინიციატივით გამართულ ფორუმზე ”საქართველო და დიასპორა” 40 ქვეყნიდან ჩამოსული 140-მდე  ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა.


ფორუმით არის მცდელობა ”ჩვენსა და საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შორის ხიდის აღსადგენად, რაც ჩვენი უზარმაზარაზი ინვესტიციაა,” – განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა გია ხევიაშვილმა.


ფორუმს ასევე დაესწრნენ პრეზიდენტი სააკაშვილი და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.


ფორუმზე დიასპორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უცხოეთში მცხოვრები ქართველების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიასა და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ”სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მთავრობამ უნდა განახორციელოს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების კონსოლიდაციისთვის,” – განაცხადა მინისტრმა.


ფორუმზე ასევე გაიმართა ახალი ვებ-გვერდის www.diaspora.ge  პრეზენტაცია.


საქართველოს მთავრობამ 2007 წელი ”ქართული დიასპორის წლად” გამოაცხადა. ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთსა და თურქეთში, და ასევე ირანშია წარმოდგენილი.    



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button