skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს ელჩმა სოხუმში შეხვედრები გამართა

აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი 23 მაისს სოხუმს ეწვია და აფზახეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხემძღვანელობას შეხვდა.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აშშ-ს ელჩს განუცხადა, რომ სოხუმი მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს მოლაპარაკებებს თბილისთან, რაც ქართული მხარე ზემო კოდორის ხეობიდან თავის ძალებს და ”მარიონეტულ მთავრობას” გაიყვანს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


”ვერც ერთი შუამავალი – ვერც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნები, ვერც ევროპული სტრუქტურები ვერ დაგვარწმუნებენ განვაახლოთ მოლაპარაკებების პროცესი, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


ამავე ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები აშშ-ს ”მიკერძოებული პოზიციის” გამო, რაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ვიზის გაუცემლობაში გამოიხატა. სერგეი შამბას აპრილში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სურდა გამოსვლა.


ვიზიტის დროს ჯონ ტეფტი ასევე შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button