skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან პრჟემისლ სობოტკასთან,  პრემიერ-მინისტრთან მირეკ ტოპოლანეკთან და საგარეო საქმეთა მინსტრთან კარელ შვარცენბერგთან.


ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 12 მაისს დაიწყო,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მარტინ ბარტაკთან, რომელიც 10-12 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი იმ დელეგაციის წევრი იყო, რომელსაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,  17 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკიდან ლატვიაში გაემგზავრება. 
 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button