skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა 11 მაისს კრაკოვში გამართულ სამიტზე ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც მხარს უჭერს თანამშრომლობის გაძლიერებას ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სფეროში.


დეკლარაციას ასევე შეუერთდა ყაზახეთი, თუმცა პრეზიდენტის ნაცვლად სამიტს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დაესწრო.


”ჩვენ ვუყრით საფუძველს ახალ გზას, რომელიც პარალელურია იმისა, რომელიც უკვე არსებობს – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი – და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზასაც ექნება თავისი დიდი, სტრატეგიული მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ არ მოელოდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წინააღმდეგობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური სამიტიც კი გაიმართა, პრაქტიკულად ძირითადი შეთანხმება მიღწეულია [კრაკოვის სამიტზე]”, – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.


სააკაშვილი ”პარალელურ სამიტში” გულისხმობდა თურქმენეთში რუსეთის, ყაზახეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრას.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button