skip to content
ახალი ამბები

ანთაძე ცხინვალში ჩოჩიევს ხვდება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ცხინვალში იმყოფება, სადაც შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრას მართავს შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარესთან ბორის ჩოჩიევთან.


შსკ-ს თბილისში დაგეგმილი პლენარული სხდომის მომზადების მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ სამუშაო ჯგუფებისა და ექსპერტების შეხვედრების ორგანიზების საკითხებს, იტყობინება სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური.


საუბარია რეგიონის სრული დემილიტარიზაციის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლა-განიარაღების, თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრებზე.


ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის 19 აპრილს ცხინვალში გამართული ანალოგიური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button