
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი იაპონიაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი 4-7 მაისს იაპონიას სტუმრობს, სადაც შეხვდება იაპონელ კოლეგას კოჯი ომის და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჰარუჰიკო კუროდას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რამდენიმე კერძო კომპანიის ხელმძღვანელსაც შეხვდება.
ალექსიშვილი ქალაქ კიოტოში აზიის განვითარების ბანკის 67-ე წევრად საქართველოს მიღების ოფიციალური ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო აზიის განვითარების ბანკში მიმდინარე წლის თებერვალში გაწევრიანდა. ბანკის საწესდებო კაპიტალი 53 მილიარდი დოლარია, საქართველო კი ბანკის აქციების 0.34% ფლობს.