skip to content
ახალი ამბები

თბილისს აშშ-ს სამხედრო დელეგაცია სტუმრობს

დღეს თბილისში ამერიკის 14-კაციანი დელეგაცია ჩამოვიდა ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურის გენერალ დევიდ მაკერნანის ხელმძღვანელობით.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებთან.


ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მიმდინარე ქართველი ჯარისკაცების წვრთნებს დაესწრება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button