skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე საკუთრების საკითხებზე მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი ქიტოშვილს ხვდება, სადაც საკუთრების გარანტიების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.


”კანონპროექტი მარტივი იქნება თავის შინაარსით იმიტომ, რომ ერთის მხრივ აღიარება და ლეგალიზება უნდა მოხდეს იმ საკუთრების, რომელიც კანონის დარღვევით არის შეძენილი და მეორეს მხრივ აიკრძალოს ყოველგვარი შემდგომი პროცედურები ამ საკითხებთან მიმართებაში,”- განუცხადა რუსთავი 2”-ს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა.


ასევე არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტმა განსაზღვროს იმ ჩინოვნიკთა პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელთაც უკანონოდ გასცეს საკუთრებაში ქონება.


აღნიშნული კანონპროექტის შექმნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა საკუთრების სხვადასხვა ფორმით ხელყოფის ფაქტები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button