skip to content
ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ

“ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლები, მათ შორის პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე, დღეს ცხინვალის რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც ქურთასა და ერედვში ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო შემდეგ კი რეგიონის ალტერნატიულ ლიდერს დიმიტრი სანაკოევს შეხვდებიან.


გამყრელიძე სანაკოევთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან დიალოგის ინიციატივით 13 აპრილის პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა, მაშინ როცა დეპუტატებმა მიიღეს ცხინვალის რეგიონში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა.


დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ამ თემაზეც იქნება ქურთაში საუბარი.


ანალოგიური ვიზიტით ცხინვალის რეგიონს 17 აპრილს ”მრეწველთა” პარტიაც სტუმრობდა. პარტიის ლიდერმა, კომპანია ”ყაზბეგის” მეპატრონემ გოგი თოფაძემ სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კომპანია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს რეგიონში ახალი ეკონომიკური აქტივობების დასაფინანსებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button