skip to content
ახალი ამბები

სეპარატისტ ლიდერთა შეკრება სოხუმში გადაიდო

თვითგამოცდახებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ლიდერთა  – სერგეი ბაღაფშის, ედუარდ კოკოითისა და იგორ სმირნოვის – სამიტი, რომელიც დღეს იგეგმებოდა სოხუმში, გაურკვეველი ვადით გადაიდო მას შემდეგ, რაც 9 აპრილს სერგეი ბაღაფში გულის შეტევით სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს.


”რია ნოვოსტის” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი უკვე იმყოფება მოსკოვში, სადაც ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. ამავე ცნობით, ბაღაფშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მიუხედავად ლიდერთა სამიტის ჩაშლისა,  სეპარატისტების მიერ დაარსებული დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობის ფარგლებში 10 აპრილს, სოხუმში გაიმართება სამი არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დასასრულს დაგეგმილია ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერა, იტყობინება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button