skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია საქართველოს ესტუმრება

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია კონგრესმენ დევიდ პრაისის ხელმძღვანელობით საქართველოს 3-6 აპრილს ეწვევა, იტყობინება აშშ-ს საელჩო საქართველოში.


დელეგაციის თბილისში ვიზიტი ნაწილია მოლდოვასა და უკრაინაში დაგეგმილი სტუმრობის, რომლის მიზანია ამ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების გაძლიერების მხარდაჭერა, ნათქვამია კონგრესმენ პრაისის ვებ-გვერდზე.


თბილისში დაგეგმილია ამერიკელი კონგრესმენების შეხვედრები პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო კანცელარიაშიც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button