skip to content
ახალი ამბები

რაისი: რუსეთი მეზობლებს თანაბრად უნდა მოეპყროს

რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის მეზობელ სახელმწიფოებს მოსკოვიც და ვაშინგტონიც ისე უნდა მოექცნენ, როგორც თანაბარ სახელმწიფოებს და ”არა როგორც რუსეთის ვასალებს,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 2 აპრილს.


ვაშინგტონში მწერალთა ეროვნულ კონფერენციაზე გამოსვლისას რაისმა აღნიშნა, რომ გარკვეული დაძაბულობა მართლაც არსებობს რუსეთთან, ”როდესაც საქმე ეხება იმ საკითხებს, რომლებიც ან ცივი ომის ან საბჭოთა კავშირის გადმონაშთია”.


”ამრიგად, ის ფაქტი, რომ ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ და ვაპირებთ აქტიურად გავაგრძელოთ კარგი ურთიერთობები რუსეთის მეზობლებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ, გვინდა, რომ რუსეთმა ეს აღიქვას, როგორც ურთიერთობების ნორმალური განვითარება აშშ-ს და ახალ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, როგორიცაა საქართველო. ეს ადვილი არ არის და ჩვენ ვეუბნებით რუსებს, რომ დემოკრატიის აღორძინება მათ საზღვრებზე ახალ შესაძლებლობებს უქმნის, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა ადვილიც არ არის,” – განაცხადა რაისმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button