skip to content
ახალი ამბები

ანთაძე ესპანეთში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე შეხვედრებს მართავს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ორდღიანი ვიზიტით ესპანეთში იმყოფება, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს.


ესპანეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებთან მერაბ ანთაძემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის დინამიკა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დონორთა სარეაბილიტაციო პროგრამის მიმდინარეობის საკითხი განიხილეს, რისთვისაც 8 მლნ ევროა გათვალისწინებული.


სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანეთის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მზადყოფნა, კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგის წარმართვისათვის თაობაზე ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button