skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი ორდღიანი ვიზიტით გერმანიას ეწვევა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრები გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საერთაშორისო და თავდაცვის საკითხებში, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან და ფედერალური საგარეო სამსახურის სახელმწიფო მდივანთან.


ვიზიტის ბოლოს გაიმართება საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button