skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში თბილისს ნდობის აღდგენისკენ მოუწოდებს

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მზადყოფნა გამოხატა პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, თუ ქართული მხარე მზად იქნება ნდობის აღდგენის ღონისძიებებისთვის და შეასრულებს ”უკვე მიღწეულ შეთანხმებებს”.


”თუ არ სრულდება შეთანხმება კოდორის ხეობის დემილიტარიზაციის თაობაზე, თუ კვლავ ხორციელდება ტერორისტული აქტები გალის რაიონში, აზრი არ აქვს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას”, – იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 30 იანვარს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.


ქართული მხარე აცხადებს, რომ მას მხოლოდ საპოლიციო ძალები ჰყავს კოდორის ხეობაში, რომლებიც უსაფრთხოებას იცავენ.


აფხაზეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთნდობა მთავარი პირობაა კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღსადგენად.


”მე ვთავაზობ ქართულ მხარეს ხელი მოაწეროს შეთანხმებას ცეცხლის გაუახლებლობის თაობაზე; მე ვთავაზობ ქართულ მხარეს გამოავლინოს მისწრაფება მშვიდობისადმი არა სიტყვით, არამედ საქმით. მაშინ, ნამდვილად გვექნება კარგი პერსპექტივები ეფექტური დიალოგისთვის”, – განაცხადა ბაღაფშმა.     


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button