skip to content
ახალი ამბები

MCG ტურიზმისა და აგრობიზნესის ხელშემწყობ საინვესტიციო ფონდს აფუძნებს

”ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველომ” (MCG)  30 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის ანუ საინვესტიციო ფონდის ოფიციალური პრეზენტაცია მოაწყო. პროექტის ღირებულება 32.5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს.

საინვესტიციო ფონდის მართვას საერთაშორისო ტენდერის გზით გამარჯვებული ამერიკული საინვესტიციო კომპანია SEAF განახორციელებს.


”საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ტურიზმისა და აგრობიზნესის სექტორების განვითარებისათვის, თუმცა ჩვენი მთავარი გამოწვევაა გადავაქციოთ ეს მაღალი ხარისხის პროდუქტებად. ეს ფონდი ასევე ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ.


საინვესტიციო პროექტის ფარგლებში განხორციელდება გრძელვადიანი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ინვესტიციები საქართველოს რეგიონების მცირე და საშუალო საწარმოებში. კაპიტალდაბანდება მოხდება წილობრივი მონაწილეობის და/ან შეღავათიანი სესხის გზით (ინვესტიციის მაქსიმალური ოდენობაა – 3 მილიონი აშშ დოლარი). პროექტი ასევე ითვალისწინებს საწარმოთა ტექნიკურ დახმარებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კვლევითი ჯგუფის საქმიანობას.


საინვესტიციო ფონდი არის MCG-ის იმ ხუთი პროექტიდან ერთ-ერთი, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საწარმოთა განვითარების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება. 


ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი გიორგი ბედინეიშვილი გახდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button