skip to content
ახალი ამბები

გაეროს უშიშროების საბჭომ აფხაზეთის საკითხი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ 24 იანვარს შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში “ზოგიერთი პოზიტიური მოვლენაც“ შეინიშნებოდა, იტყობინება გაეროს საინფორმაციო ცენტრი.


გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჟან არნომ უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ. საბჭომ ასევე განიხილა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება აფხაზეთის შესახებ, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა.


“მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების გამო შეშფოთებისა, საბჭოს წევრებმა გამოხატეს კმაყოფილება ზოგიერთი მოვლენის მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საბოლოოდ გაეროს დამკვირვებლებმა და დსთ-ს სამშვიდობოებმა შეძლეს განეახლებინათ ვითარების რეგულარული, ერთობლივი მონიტორინგი ზემო კოდორის ხეობაში“, – განუცხადა რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button