skip to content
ახალი ამბები

რენე ვან დერ ლინდერი მიესალმება რუსეთის ელჩის თბილისში დაბრუნებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რენე ვან დერ ლინდერმა 19 იანვარს განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს თბილისში დაბრუნებას. 


“გასულ კვირას ჩემი მოსკოვში ვიზიტის დროს, მე ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კერძოდ საგარეო საქმეთა მინისტრთან [სერგეი] ლავროვთან განვიხილე იმ ნაბიჯების გადადგმის საჭიროება, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოსთან დაძაბულობის განმუხტვას. სწორედ, ეს მიმაჩნია ერთ-ერთ ასეთ დადებით ნაბიჯად. როგორც ყოველთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის ამ პროცესში შემდგომი დახმარება აღმოუჩინოს მხარეებს“, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button