skip to content
ახალი ამბები

თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალი იანვარში გაიხსნება

თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დასრულებულია და ის 25 იანვარს გაიხსნება, განუცხადა თურქული კომპანია TAV-ის წარმომადგენელმა სანი სენერმა საინფორმაცია სააგენტო “ანატოლიას“ -ს 12 იანვარს.


კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)  ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციასაც ახორციელებს, რომლის გახსნაც 2007 წლის აპრილში იგეგმება.


სანი სენერის განცხადებით, კომპანიამ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ამ ორი აეროპორტის მშენებლობაში.


TAV-მა, რომელიც თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან თანამშრომლობს, საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას 2005 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის აეროპორტი TAV-ს 15 წლის მართვის უფლებით გადაეცა. ახალი ტერმინალის მშენებლობა თბილისში 2006 წლის იანვარში დაიწყო.


2006 წლის მარტში თურქეთისა და საქართველოს მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბათუმის აეროპორტის ერთობლივი ექსპლოატაციის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა ფრენების ქსელის ნაწილი გახდება. აეროპორტის მშენებლობა 2006 წლის მაისში დაიწყო.


თურქული კომპანია TAV-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სანი სენერმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან და ავიაზახებთან გეგმავს კამპანიის დაწყებას საქართველოში ფრენების რაოდენობის გაზრდის მიზნით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button